საკლუბო სეზონი სრულდება, სათამაშო ბევრი არაფერია, მაგრამ უკვე თითქმის დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბუცს“, ანუ შიდა ჩემპიონატში ვინ გაიტანს ყველაზე მეტ გოლს. ეს კაცი კი უეჭველი ჰარი კეინი იქნება, რადგან „ბაიერნის“ ინგლისელი გოლეადორი7 გოლით უსწრებს უახლოეს მდევარ ერლინგ ჰოლანდს. მართალია ნორვეგიელს თადარიგში კიდევ სამი მატჩი აქვს და კეინს მხოლოდ ერთი, მაგრამ მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჰარი „ოქროს ბუცის“ გარეშე დარჩეს.
შეგახსენებთ, ტოპ ლიგებში გატანილი გოლი 2-ზე მრავლდება, მეორე დონის ჩემპიონატებში გატანილი გოლები კი 1.5 კოეფიციენტზე.
ამჟამად ასეთი ვითარებაა:
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 66 (33×2.0)
ერლინგ ჰოლანდი (სიტი) – 52 (26×0)
კილიან მბაპე (რეალი) – 48 (24×2.0)
დიონ ბელიო (დინამო ზაგრები) – 45 (30×1.5)
ვედათ მურიკი (მალიორკა) – 44 (22×2.0)
იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) – 44 (22×2.0)
ლუის სუარესი (სპორტინგი) – 40.5 (27×1.5)
ესტებან ლეპოლი (რენი) – 40 (20×2.0)
დენიზ უნდავი (შტუტგარტი) – 38 (19×2.0)
აიასე უედა (ფეიენოორდი) – 37.5 (25×1.5)
ალექსანდარ კატაი (ცრვენა ზვეზდა) – 34.5 (23 x1.5)
რაიან მაე (ცრვენა ზვეზდა) – 34.5 (23 x1.5)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 34 (17×2.0)
ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) – 34 (17×2.0)
დონიელ მალენი (რომა) – 34 (17×2.0)
პოლ ონუაჩუ (ტრაბზონი) – 33 (22 x1.5)
ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 33 (22 x1.5)
ხოაკინ პანიჩელი (სტრასბურგი) – 32 (16×2.0)
პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) – 32 (16×2.0)
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 32 (16×2.0)
ფერან ტორესი (ბარსელონა) – 32 (16×2.0)
მეისონ გრინვუდი (მარსელი) – 32 (16×2.0)
