ორ დღეში დაბადების დღე მაქვს და ეს გამარჯვება ძალიან მიხარია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. „ბაიერნთან“ სასურველი 1:1-ის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ლუის ენრიკე:

„შესანიშნავი მომენტი შევქმენით და საუკეთესო მოგონება იქნება.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა, ჩვენმა დაცვის ხაზმა კი საიმედოდ იმოქმედა. მეტოქე უმაღლესი კლასისაა და შეხვედრა უაღრესად დაძაბული და მძიმე გამოვიდა.

„ბაიერნის“ დონის მეტოქესთან ასეთი მებრძოლი სულისკვეთება ძალზე დასაფასებელია. გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით.

ემოციებით სავსე ვართ. ორ დღეში დაბადების დღე მაქვს და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე მივედით და გვინდა ჩვენს ქომაგებს კიდევ ვაჩუქოთ მსგავსი სიხარული“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტია და პსჟ „არსენალს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები