გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში ითამაშა და 32-ე ტურში სტუმრად „ბრაიტონთან“ დამარცხდა – 1:2.
გაშვებული გოლების გარდა, მამარდაშვილმა „ლივერპული“ რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან გადაარჩინა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იყო ორი-სამი მომენტი, როდესაც გიორგიმ მაგრად ითამაშა, თორემ „ლივერპული” დიდი სხვაობით წააგებდა, ხოლო დაცვა კვლავ ვერ უძლებს კრიტიკას.
46-ე წუთზე გიორგიმ დენი უელბეკს ფაქტობრივად ბურთი თავიდან ააცალა და გუნდი გოლისგან იხსნა;
52-ე წუთზე შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია;
62-ე წუთზე ჯარიმიდან დარტყმული ბურთიც მოიგერია;
68-ე წუთზე იაკუბა მინტე მამარდას პირისპირ აღმოჩნდა და გიორგიმ ეს დარტყმაც მოიგერია.
შეფასებები: Flashscore – 7.3 (საუკეთესო თავის გუნდში); Sofascore – 6.5; Whoscored – 6.4.
ქართველმა მეკარემ 2025 წლის 11 ნოემბრის შემდეგ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა.

ბრაიტონი – ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 უელბეკი (14), 1:1 კერკეზი (30), 2:1 უელბეკი (55)
„ლივერპული“ 4 აპრილს, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში სტუმრად “მანჩესტერ სიტის” შეხვდება, 8 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პარიზში პსჟ-ს ეთამაშება.

