ბავარიელები პსჟ-სთან მატჩში ფავორიტად „ბაიერნს“ მიიჩნევენ და ფინალში გასვლაში დარწმუნებული არიან.
ჰასან სალიჰამიჯიჩი (სპორტული დირექტორი):
„ტრიბუნებზე მეთორმეტე ფეხბურთელით და „ალიანც არენაზე“ როგორც მიუდგომელ ციხესიმაგრესთან, სახლში აშკარა უპირატესობა გვაქვს და გამარჯვების მტკიცედ მჯერა. ჩვენები ტოპ-ფორმაში არიან, ისინი იმარჯვებენ და თითქმის წაგებული შეხვედრების შემოტრიალებას ახეხებენ. ზედმეტი ზეწოლა არ სჭირდებათ, არაა აუცილებელი შესვენებისთვის ანგარიში 3:0 იყოს. ამას ძლიერი უნარებით მატჩის დასკვნით ფაზაში გავაკეთებთ“.
კარლ-ჰაინც რუმენიგე (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი):
„მეტის მისაღწევად თავმდაბლობაა საჭირო, ნამდვილი გუნდური სულისკვეთება და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რწმენა. დარწმუნებული ვარ, გუნდს ეს ყველაფერი აქვს. ჩვენი ბიჭები პსჟ-ს პატივს სცემენ, მაგრამ იციან თავიანთი სიძლიერე. ისინი იბრძვიან როგორც სამი მუშკეტერი – ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ამ სეზონში „ალიანც არენაზე“ უკვე 80 გოლზე მეტი გაიტანეს. მტკიცედ მჯერა და იმედი მაქვს, ბუდაპეშტში გასამგზავრებელ ბილეთს მოიპოვებენ“.
დიტმარ ჰამანი (ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი):
„კიდევ ერთი საინტერესო მატჩის ნახვას ვიმედოვნებ, გასული კვირის მსგავსის, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. პარიზში კარგი სასტარტო პოზიციის უზრუნველყოფას ვცდილობდით, მიუნხენში უკვე ფინალისთვის ბრძოლა იქნება. საშინაო დაპირისპირებას სხვა დინამიკა გააჩნია. ეს „ბაიერნისთვის“ შესაძლებლობაა თავიდანვე აჩვენოს, თუ რა უზარმაზარი ენერგიის მფლობელია. ჩვენების მხრიდან დიდ უპირატესობას და ბურთის ფლობას ველოდები, რადგან შინ თამაშობენ და ანგარიში აქვთ ამოსაქაჩი. „რეალთან“ სხვა ვითარება გახლდათ. ერთ ბურთზე მეტით წაგების უფლება არ ჰქონდათ. ახლა მოგება მართებთ. „პარკ დე პრენსზე“ ორივე გუნდმა შეტევაში ძლიერი მხარეები აჩვენა, თუმცა პარიზელთა დაცვაში სუსტი ადგილები შეიმჩნეოდა. ეს გამოსაყენებელია“.
თომას მიულერი (ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი):
„როგორი სანახაობა იყო საფრანგეთის დედაქალაში! ფეხბურთის ნამდვილი რეკლამა ვიხილეთ. ჩემი აზრით, საპასუხო შეხვედრა სხვანაირი იქნება. მე-60 წუთიდან გუნდები შედეგზე დაიწყებენ ფიქრს, სწორედ მაშინ დაიწყება ტაქტიკური გადაწყობები. 4:5 კატასტროფა არაა. რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული სიტუაციებიც არსებობს, მაგრამ პარიზელებს მხოლოდ ერთი გოლის უპირატესობა გააჩნიათ. სიმართლე გითხრათ, „ბაიერნის“ პარიზში ასპარეზობა უფრო მომეწონა, ვიდრე მადრიდში. ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა გადაიტანო ის, როდესაც 2:5-ს აგებ. ყოველგვარი ქაოსის გარეშე გააგრძელეს იერიშები და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. თუ საკუთარ მოედანზეც 90 წუთის მანძილზე ასევე იმოქმედებენ, ერთი ან ორი ბურთის სხვაობით გაიმარჯვებენ. მოდით, გავაკეთოთ ეს!“
sportall.ge
