პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც საშინაო მატჩებს ჩაატარებს.
“სამეფო ლურჯი მაისური ფართო წითელი და თეთრი ზოლით ცენტრში, რომელიც შექმნილია Nike-თან თანამშრომლობით ზედიზედ 37-ე სეზონისთვის. ერთგულია თავისი მემკვიდრეობის, მაგრამ ამავე დროს მომავლისკენაა მიმართული. ეს ახალი მაისური კლუბის დნმ-ს გამოხატულებაა და მომავალ სეზონში ამაყად ჩაიცვამს ჩვენი ყველა გუნდი.
პარიზისა და მისი გულშემატკივრებისადმი სიყვარულის ნამდვილ დეკლარაციად ჩაფიქრებული მაისური განასახიერებს კავშირს მოედანსა და ტრიბუნებს შორის: Rouge & Bleu-ს ყველა გულშემატკივრის ვნება იმეორებს მოედანზე მყოფი მოთამაშეების ვნებას, აერთიანებს ყველას, ვინც კლუბთან საერთო ემოციით არის დაკავშირებული. პარი სენ-ჟერმენის უნიკალური აურის ანარეკლია, ეს მაისური მთელ მსოფლიოში თაობებსა და ერთგულ გულშემატკივრებს აკავშირებს“,- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
საკლუბო გერბი და Nike-ის წარწერა ახლა მაისურზე ცენტრშია განთავსებული.






ახალი საშინაო ფორმა უკვე ხელმისაწვდომია პსჟ-ს ოფიციალური მაღაზიების ქსელში, ასევე Nike-ის ონლაინ მაღაზიასა და Nike-ის ინოვაციების სახლში პარიზში. მას დაემატება სპორტული ტანსაცმლის კოლექცია 15 მაისიდან, ხოლო სავარჯიშო ხაზი 9 ივნისიდან.
