ქალებმა მსოფლიო საბერძნეთში წაგებით დაიწყეს: მწვრთნელის კომენტარი

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

ჰერაკლიონში, საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:0.

პირველი ტაიმი მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა და 1:0 დასრულდა, მეორეში ჩვენები გასატანად წავიდნენ, მაგრამ აქეთ გაუშვეს. მერე ქადაგიშვილმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. ბერძნებმა კი მესამე გოლიც გაიტანეს.

ჩვენი გუნდი C ლიგის მეოთხე ჯგუფშია.

საბერძნეთი – საქართველო 3:0
გოლები: 1:0 მარკუ (20), 2:0 ბრუკსაირი (80), 3:0 ძორძევიცი (86)

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ, ასევე სტუმრად გამართავს.

მსგავსი ამბები