საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურად ისრაელს ეთამაშება. ისრაელს ამხანაგურად 2000 წლის 29 მარტსაც ვეთამაშეთ და მაშინ განუმეორებელმა გიორგი ქინქლაძემ უბადლო გოლი გაუტანა მეტოქეს: 27 წუთზე ბურთი თავზე გადაუგდო მეკარეს.
ის მატჩი 1:1 დასრულდა და მაშინ ჩვენმა გუნდმა აშქელონში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი (დავით გვარამაძე 46), ლევან სილაგაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული (ზურაბ მენთეშაშვილი 73), გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე (რატი ალექსიძე 81), გიორგი დემეტრაძე (თენგიზ სიჭინავა 46)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
