ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული მატჩი ითამაშა „ჩელსისთან“: შეცვლაზე საყაიმო ანგარიშზე შევიდა, საგოლე პასი გააკეთა, ორი გოლი გაიტანა და პსჟ-ს დამაჯერებლად მოაგებინა (5:2). ჩვენიანი გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უეფას ვერსიით. ახლა კი უეფამ კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და იქ კვარაც შეიყვანა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელია პსჟ-ს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია: 6 გოლი და 4 ასისტი.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)
მცველები: ისმაილ იაკობსი (გალათასარაი), რობერტ ანდრიხი (ბაიერი), რობენ ლე ნორმანი (ატლეტიკო), იოსიპ სტანიშიჩი (ბაიერნი)
ნახევარმცველები: სონდრე ფეტი (ბოდო გლიმტი), მარიო ლემინა (გალათასარაი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

