რა მოგწონთ კვარაცხელიაში: დღეს ხვიჩას ლიგა აქვს – პსჟ შინ მონაკოს უგებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი 4 მატჩია და ჩვენი ყურადღება ბუნებრივია პარიზისკენაა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ თანამემამულე „მონაკოს“ მიიღებს, რომელიც სტუმრად 3:2 დაამარცხა.

პსჟ ორი ბურთით აგებდა, მაგრამ ამოქაჩა. ლიგაზე ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მოგება პარიზელებმა ამ საუკუნეში პირველად მოახერხეს. თუ ეს ბარიერი დაძლია, პსჟ მერვედფინალში ზედიზედ მეთოთხმეტედ გავა.

პსჟ-ს „მონაკოსთან” სტუმრად უჭირს ხოლმე, აი შინ კი სრული დომინაცია აქვს, ბოლოს 2016 წელს წააგო.

პსჟ-ს აკლია რუისი და ნჯანტუ. ბოლო ინფორმაციით, არ იქნება არც დემბელე, რომელმაც სამშაბათს ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე აღსადგენად დრო დასჭირდება. მის არყოფნაში ან კარგად ათამაშებული გონსალო რამოში დადგება ან ბარკოლა, დუე და კვარაცხელია კი ულაპარაკოდ მოიაზრებიან თავიდანვე.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, რამოში (ან ბარკოლა), კვარაცხელია.

მატჩის წინ ჩატარებულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველ ფეხბურთელზეც გააკეთა კომენტარი. კითხვა იყო, ყველაზე მეტად რა მოგწონთ კვარაცხელიაშიო:

„ჩვენ მას შესანიშნავად ვიცნობთ. ძალიან კარგი ფეხბურთელია, სრულიად განსხვავებული სტილის, რომელსაც შეუძლია გოლის გატანა, დრიბლინგი, დაცვა… ის არაერთგვაროვანია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ გვყავს“.

მსგავსი ამბები