რეალის ორი რეკორდი: 200 + მილიონი ბილეთებიდან და 500 მილიონი კომერციიდან

მადრიდის „რეალმა“ 2025 ფინანსურ წელს ორი რეკორდი დაამყარა.

კლუბის მთლიანმა კომერციულმა შემოსავალმა 568 მილიონ ევროს მიაღწია, რაც მას პირველ კლუბად აქცევს, რომელმაც 500 მილიონი ევროს ნიშნულს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ მხოლოდ ერთი მილიონი დააკლდა – 499 მილიონი ევრო შეუვიდა.

ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ: „მანჩესტერ სიტი“ (426 მილიონი ევრო), „ბაიერნი“ (402 მილიონი ევრო), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (384 მილიონი ევრო), „ლივერპული“ (382 მილიონი ევრო), პსჟ (349 მილიონი ევრო), „არსენალი“ (313 მილიონი ევრო), „ტოტენჰემ ჰოტსპური“ (298 მილიონი ევრო) და „ბორუსია დორტმუნდი“ (237 მილიონი ევრო).

„რეალი“ ასევე ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც მატჩების ჩატარებიდან 200 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა 222 მილიონს მიაღწია.

2025 ფინანსური წლის ტოპ ათ კლუბში შევიდნენ: „არსენალი“ (183 მილიონი), პსჟ (175), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (155), „ტოტენჰემი“ (150), „ბარსელონა“ (150), „ბაიერნი“ (147), „ლივერპული“ (138), „ჩელსი“ (105) და „ინტერი“ (93).

მსგავსი ამბები