ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა ლეგენდარული დანიელი მეკარე პიტერ შმეიხელი, რომელმაც CBS Sports Golazo-ს ეთერში პირდაპირ თქვა, რომ პსჟ-„ჩელსის” შეხვედრას მხოლოდ ერთი გმირი ჰყავდა – კვარაცხელია.
„კარგა ხანს მეგონა, რომ თამაში 2:2 დამთავრდებოდა. მაგრამ მინდორზე გამოჩნდა ფეხბურთელი, ვინც მხოლოდ 28 წუთი ითამაშა, მაგრამ მთავარი გმირი გახდა!
პსჟ დიდი ხანი არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც ერთი წლის წინ იყო, მის თამაშზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კვარაცხელიას გამოსვლამ და საერთოდ, როცა ის მოედანზეა, პსჟ-ს თამაში სრულიად განსხვავებულია. ძალიან ვისიამოვნე”, – აღნიშნა შმეიხელმა.
შემდეგ მან ხვიჩასაც მისცა სიტყვა:
„არცერთ ფეხბურთელს არ უხარია სათადარიგოთა შორის ყოფნა, მაგრამ ჩვენ შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ მთელ მატჩს, ყოველთვის ვცდილობ, გუნდს მაქსიმალურად დავიხარჯო და გუნდს სარგებელი მოვუტანო.
წინ განმეორებითი მატჩია და ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის”, – თქვა ხვიჩამ.
