ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ეტაპი დგება და ერთი მაგარი წყვილია: პსჟ ეთამაშება „ლივერპულს“. აფიშა თავისთავად კარგია, მაგრამ ჩვენთვის ასმაგად და ათასმაგად – ორივე გრანდის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი იქნება და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ინგლისური გუნდის კარს ალისინოს ტრავმის გამო დაიცავს.
მოკლედ მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩებს, რომელიც 8 და 14 აპრილსაა და ამ შეხვედრას ელოდება კვარაც, რომელმაც მამარდასთან დუელზე კომენტარი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„გიორგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ძალიან მიხარია, მის წინააღმდეგ რომ ვთამაშობ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
ეს ჩემთვის მოტივაციაცაა. რთულია, როცა შენს ძმაკაცს ეთამაშები, მაგრამ ეს ფეხბურთია და მოედანზე იმიტომ გავდივართ, რომ ჩვენი გუნდებისთვის ვიბრძოლოთ. ვნახოთ, ეს შეხვედრები რომლისთვის უფრო სასიკეთოდ დასრულდება“.
