სალიამ სადებიუტო გოლი გაიტანა

ვახტანგ სალიამ თავი ისევ გამოიჩინა. 21 წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში ჩვენიანის „ნიუკასლი“ სტუმრად „ლესტერს“ შეხვდა და 2:2 ითამაშა.

18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს “ნიუკასლის” ოფიციალურმა საიტმაც აღნიშნა.

სალიამ 29-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში 2:0 გახადა.

ის პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, სალიამ 3 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა გოლი.

მსგავსი ამბები