საქართველო 2 ივნისს რუმინეთს ეთამაშება

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს შეხვდება.

რუმინეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენს ნაცნობ თურქეთის ნაკრებს შეხვდება.

ივნისის ამხანაგურ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს შეხვდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.

მსგავსი ამბები