საქართველომ ბრაზილიას პენალტებში მოუგო: ხვალ სლოვენიაა

საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიასთან გამარჯვება მოიპოვა – 17:15.

მსოფლიო თასის 2026 წლის II დივიზიონის ტურნირი გრძელდება და მეორე ტურში ჩვენებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს.

ძირითადი დრო ფრედ, 12:12 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს. მესამე მატჩს ხვალ, 9 აპრილს სლოვენიასთან ვითამაშებთ.

24-დან 16 ნაკრები პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი ამბები