FIBA-მა ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო 23-ე ადგილზეა.
განახლებული რეიტინგი მსოფლიო ჩემპიონატის თებერვალ-მარტის მატჩების მიხედვით შედგა, სადაც მოგეხსენებათ საქართველომ დანია ორჯერ დაამარცხა. ამის გამო ჩვენმა გუნდმა ხუთი საფეხურით წინ წაიწია.
„საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდა. კარგად გამოიყურება. წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია – უკრაინასთან და ესპანეთთან. რამდენი მოგებით გადავა საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ვნახავთ.
ეჭვგარეშეა თორნიკე შენგელიას MVP-ს პოტენციალი. მან კიდევ ორი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და განიმტკიცა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი კალათბურთელის სტატუსი. იგი პატივისცემას იწვევს“, – წერია FIBA-ს საიტზე.
რეიტინგში პირველ ადგილზე თურქეთია, მერე პოლონეთი და ესპანეთი მოდიან.
