საქართველოს მეტოქეები მსოფლიოს დაემშვიდობნენ, ლიეტუვა კი მოგებული დაგვხვდება

საქართველოს ნაკრებმა წელიწადი ისრაელთან საშინაო ფრით დაიწყო და როგორც გუნდში ამბობენ ასე დაიწყო მზადება სექტემბრისთვის, როდესაც ერთა ლიგის მატჩები იქნება სათამაშო. ჩვენი გუნდის გარდა თავისი მატჩები ითამაშეს ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, თანაც პრინციპული და მნიშვნელოვანი, თუმცა არც თუ წარმატებულად.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში დამარცხდა საქართველოს ნაკრების ორივე მეტოქე – ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა. გარდა ამისა, ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლიეტუვამ, რომელსაც უკვე ზეგ, კვირას კაუნასში შევხვდებით.

იტალია – ჩრდ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 ტონალი (56), 2:0 კინი (80)
ჩრდ. ირლანდია: პ. ჩარლზი, დევლინი (68. სმიტი), ჰამი, მაკლინი, მაკკონვილი, სპენსერი (79. რიდი), დევენი, ს. ჩარლზი, გელბრაიტი, პრაისი, დონლი (79. მაგენისი)

ჩრდილოირლანდიელებმა მაგრად იბრძლეს ბერგამოში, მაგრამ საბოლოო ჯამში ძლიერ მეტოქესთან მაინც ვერაფერი გააწყო. ჩრდილოირლანდიელებს რამდენიმე ნახევარმომენტი ჰქონდათ.

უკრაინა – შვედეთი 1:3
გოლები: 0:1 დიოკერეში (6), 0:2 დიოკერეში (51), 0:3 დიოკერეში (73-პენ), 1:3 პონომარენკო (90)

უკრაინა: ტრუბინი, ტიმჩიკი, ზაბარნი, ბონდარი, მიკოლენკო, კალიუჟნი (60. გუცულიაკი), ციგანკოვი, იარმოლუკი (85. შაპარენკო), სუდაკოვი (77. პონომარენკო), ზუბკოვი (60. ოჩერეტკო) – ვანატი (60. იარემჩუკი)

უკრაინის ნაკრებმა ვალენსიაში „უმასპინძლა“ შვედეთს, წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ოცნებას დაემშვიდობა.
უდიდესი ალბათობით სერგეი რებროვს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ და უკრაინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

მოლდოვა – ლიეტუვა 0:2
გოლები: 0:1 ლასიცკასი (33), 0:2 გინეიტისი (71)
ლიეტუვა: გერტმონასი, სირვისი (83. ტუტიშკინასი), უტკუსი, არმალასი (83. გირდვინასი), ბალტუნასი (46. ბურბა), ლასიცკასი (76. უპსტასი), გინეიტისი, ვორობიოვასი (76. მაცულევიჩუსი), სირგედასი (46. მიხელბრინკი) – კალინაუსკასი (60. შეშპლაუსკისი), კუჩისი (60. დუბინსკასი)

ლიეტუვის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო. ედგარას იანკაუსკასის გუნდში თავი გუნდის ლიდერებმა გამოიჩინეს.

მსგავსი ამბები