გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა, არადა ადრე გამოთქმული ვარაუდით მინიმუმ კიდევ ერთი კვირა ვერ უნდა ეთამაშა. თუმცა არნე სლოტმა პარასკევის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართველი მეკარე ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ „ჩელსისთან“ ძირითადში დანამდვილებით მაინც არ ველოდით. მოკლედ, სასიამოვნოა, რომ ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ ჩვენი მეკარე მწყობრშია და ისევ ძირითადში.
„ლივერპულმა“ კი პრემიერლიგის 36-ე ტურში „ჩელსისთან“ შინ ფრედ ითამაშა – 1:1 .
გოლი მამარდამ ასეთი გაუშვა: 35-ე წუთზე საჯარიმოდან საკმაოდ შორს მარჯვენა მხარეს ჯარიმა დაინიშნა. ენცო ფერნანდესმა საჯარიმოში არც თუ მაღალი ბურთი ჩააწოდა, ბურთზე თამაში ვერავინ შეძლო და შორეულ ძელთან კარში აღმოჩნდა.
გიორგის ორი სეივი ჰქონდა. პირველ ტაიმში უკურელიას დარტყმული მოიგერია და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.8.
მამარდამ „ლივერპულში“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა.

ლივერპული – ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 გრავენბერხი (6), 1:1 ფერნანდესი (35)
„ლივერპული” 59 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა და 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 15 მაისს სტუმრად მე-4 ადგილისთვის კონკურენტ “ასტონ ვილასთან” და 24 მაისს შინ “ბრენტფორდთან”.
