შენგელიას მე-200 მატჩი ესპანეთში: თოკო მატჩის MVP გახდა

თორნიკე შენგელიას “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “ბრეოგანი” დაამარცხა – 109:78.

ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 22 წუთში 21 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა: 10 ორქულიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ შენგელიასთვის ეს გახლდათ მე-200 მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

“ბარსელონა” 15 მოგებითა და 6 წაგებით მე-3 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 მარტს ევროლიგაზე თელ ავივის “ჰაპოელთან” გამართავს.

მსგავსი ამბები