სტარმერმა სი ძინპინს არსენალი-მანჩესტერის ბურთი აჩუქა

კირ სტარმერმა სი ძინპინს „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის (2:3) ბურთი გადასცა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფებოდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. მან სი ძინპინს პრემიერლიგის 23-ე ტურში გამოყენებული ბურთი აჩუქა.

სტარმერი ცნობილია როგორც „არსენალის“ გულშემატკივარი, სი ძინპინი კი „იუნაიტედს“ ქომაგობს.

მსგავსი ამბები