თანამშრომლობა, ვნება, ერთიანობა: ფიფამ მუნდიალის პოსტერი წარადგინა

ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. ჩემპიონატი მომდევნო ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

„2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც სამი ქვეყანა ერთობლივად მასპინძლობს. ტურნირის ოფიციალური პოსტერი ამ უნიკალური მომენტის თანამშრომლობის, აღფრთოვანებისა და ერთიანობის სულისკვეთებას აღნიშნავს.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, სამმა მხატვარმა ძალები გააერთიანა ტურნირის ოფიციალური პოსტერის შესაქმნელად. კარსონ ტინგმა (კანადა), მინერვა GM-მა (მექსიკა) და ჰენკ უილის თომასმა (აშშ) გააერთიანეს საკუთარი ნიჭი და მხატვრული სტილი, რათა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აერთიანებს ფეხბურთისადმი ვნება მსოფლიოს“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

მსგავსი ამბები