თემურ დადიანმა პარალიმპიადაზე თავისი შედეგი გააუმჯობესა

მილანი-კორტინა 2026 იტალიაში მიმდინარე ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარა ათლეტმა თემურ დადიანმა პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენმა პარა ათლეტმა ათ კილომეტრიანი დისტანცია 33 წთ. 05 წმ. დაფარა, 29-ე ადგილზე გავიდა და ამ მაჩვენებლით თავისი შედეგი გააუმჯობესა.
ერთ კილომეტრიანი დისტანცია 2 წთ. 40 წმ. გაიარა და 33-ე ადგილი დაიკავა.

ქართველმა პარა ათლეტმა თავისი მაჩვენებლით ჩამოიტოვა იტალიის, არგენტინის, სალვადორის, ავსტრალიის წარმატებული პარა სპორტსმენები.

თემურ დადიანი პირველი ქართველი პარა ათლეტია, რომელიც ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში ლიცენზიით იღებს მონაწილეობას.

ჩვენი მეორე პარა ათლეტი ლუკა ლომაია პარა სნოუბორდის დისციპლინაში გამოვა.

მსგავსი ამბები