თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ბასკონიას” შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 67:70.
ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში სოლიდური 30 წუთი ითამაშა: 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასია ჩვენიანის ანგარიშზე.
შენგელიამ სამქულიანი სამჯერ ისროლა, მაგრამ სამივეჯერ ააცილა. ცხრა 2-ქულიანიდან 3 გამოიყენა და 6 საჯარიმოდან 6-ივე ზუსტად სტყორცნა.


„ბარსა“ მომდევნო შეხვედრასაც თოკოს ყოფილ გუნდთან გამართავს, ევროლიგაზე 25 თებერვალს, “ვირტუს ბოლონიასთან”.
