ვახტანგ სალიამ „ნიუკასლის 21-წლამდელთა გუნდში ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან 2:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა. ამ თამაშის შესახებ თავად “ნიუკასლის” საიტმა დაწერა.
პერსპექტიულმა თავდამსხმელმა, რომელიც 2025 წლის აგვისტოში, მე-18 დაბადების დღეზე „კაჭკაჭებს“ შეუერთდა და ბარძაყის კუნთის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა 34-ე წუთზე.
ჩვენიანმა პირველი 45 წუთი ითამაშა.
„ნიუკასლ იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდი პრემიერლიგა 2-ის სეზონს ორშაბათს, 9 მარტს განაახლებს და „ლესტერ სიტისთან“ სტუმრად ითამაშებს.
