ვალენსია ყვითელია: მიქაუტაძის პოსტს სიამაყე და კრიტიკა მოჰყვა

ლა ლიგის 25-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” 2:1 დაამარცხა. ქართველმა აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია. 

ჩვენებურმა შეხვედრის დასრულების მერე სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ორივე გუნდის ფანებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მოგეხსენებათ, ვილიარეალი არის ქალაქი და მუნიციპალიტეტი კასტელონის პროვინციაში, რომელიც ვალენსიის თემის ნაწილია. სწორედ ამის აღსანიშნად ჟორჟმა დაწერა:

“La Comunitat és groga” (ვალენსიის თემი ყვითელია) რასაც ყვითელი ფერის (კლუბის სიმბოლიკაა) ემოჯიც დაურთო. ვალენსიურ ენაზე დაწერილი ფრაზა განიმარტა, როგორც ვილიარეალის ვალენსიის თემში მნიშვნელობის პირდაპირი დადასტურება, რაც მას ვალენსიაზე მაღლა აყენებს.

ქართველის ეს გზავნილი “ვილიარეალის” ფანებმა ძალიან მოიწონეს და მათ სიამაყის საფუძველი გაუჩინა, თუმცა “ვალენსიას” გულშემატკივრების მხრიდან ჩვენებურს კრიტიკაც შეხვდა.

შეხსენებისთვის, ჟორჟმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ვილიარეალის” ფორმა 30 შეხვედრაში მოირგო, სადაც 10 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. 

sportall.ge

მსგავსი ამბები