ვიდეო: შენგელიამ ყოფილთან წააგო და ნაკრებთან გაემგზავრა

თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ რიგებში ევროლიგაზე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და დანიაში გაემგზავრა საქართველოს ნაკრების დასახმარებლად.

„ბარსამ“ კი ბოლონიაში „ვირტუსთან“ წააგო – 80:85.

შენგელიამ კარგად ითამაშა, 29 წუთი დაჰყო მოედანზე და 16 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა.
თოკომ 1 სამქულიანი (2-დან) და 6 ორქულიანი (7-დან) და ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„ბარსას“ ევროლიგაზე 17 მოგება, 12 წაგება აქვს და მე-8 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას კი 5 მარტს, ისევ ევროლიგაზე, “მილანთან” გამართავს.

მსგავსი ამბები