გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს საღამოს პრემიერლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში სტუმრად „ასტონ ვილას“ ეთამაშება. ეს ორი გუნდი მე-4 ადგილისთვის იბრძვის (59 ქულა აქვს ორივეს). მართალია ჩემპიონთა ლიგაზე 5 ინგლისური გუნდი გადის და ამიტომ მე-4 ადგილს სასიცოცხლო მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ ლიგის საგზურს ჯერ განაღდება უნდა და ისედაც ოთხეულში მოხვედრა პრესტიჟის საქმეცაა.
მატჩის წინ პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა მეკარის პოზიციაზეც ისაუბრა:
„ალისონი ისევ ვარჯიშობს. დავაკვირდებით თავს როგორ იგრძნობს, მზად იქნება თუ არა სათამაშოდ, თუ კიდევ ერთი კვირა მოგვიწევს დალოდება“.
ასე რომ, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება დღეს ისევ მამარდა ჩადგება კარში თუ ალისონი დაბრუნდება.
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა წინა ტურში „ჩელსისთან“ ითამაშა (1:1), რაც ცოტა მოულოდნელიც იყო, რადგან მის დაბრუნებას ერთი კვირის მოგვიანებით ელოდნენ და ვარჯიშიც მხოლოდ წინა დღეს განაახლა.
