ვინ გავა ფინალში: პსჟ თუ ბაიერნი – კომპიუტერმა გამოთვალა

დღეს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მატჩია: ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტები „ბაიერნი“ და პსჟ ხვდებიან და ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

პარიზში პირველი თამაში დაუვიწყარი გამოვიდა და ხვიჩას დუბლით პსჟ-მ 5:4 მოიგო.

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა გამარჯვებული იწინასწარმეტყველა: პსჟ-ის ფინალში გასვლის შანსი 58%-ია, ხოლო “ბაიერნის” – 42%.

კომპიუტერის გამოთვლით, ჩემპიონთა ლიგის მოგების უკეთესი შანსი “არსენალს” აქვს – 34%, რომელმაც ფინალის საგზური წუხელ მოიპოვა.

მსგავსი ამბები