გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის, თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა მიმდინარეობდა EA Sports-ის ოფიციალურ გვერდზე.
ქართველმა თავდამსხმელმა ოთხ კონკურენტს აჯობა: აბდესამად ეზალზული („ბეტისი“), ტომა ლემარი („ჟირონა“), ლუის მილია („ხეტაფე“) და მთავარი კონკურენტი ფედერიკო ვალვერდე („რეალი“).
ქართველმა თავდამსხმელმა თებერვლის სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა (“ესპანიოლთან”, “ხეტაფესა” და “ლევანტესთან”) და ერთი საგოლე პასიც მიაყოლა. ჯამში მხოლოდ 173 წუთი ითამაშა, რაც დანარჩენ კანდიდატებზე ბევრად ნაკლებია.
მიქაიტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ვილიარეალის” 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.
