პორტალი The Athletic აქტიურად ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომლის დაწყებამდე ერთი კვირაღა დარჩა.
გამოცემამ გადაწყვიტა გაეხსენებინა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გიჟური მომენტები. რეიტინგიც შეადგინა. აქ შევიდა ბექჰემის დაუმსახურებელი წითელი ბარათი არგენტინასთან მატჩში, გერმანელი მეკარე შუმახერის მიერ სასიკვდილოდ განწირული ფრანგი ბატისტონი, ლუის სუარესის ხელით მოგერიებული ბურთი და კიელინის კბენა, რაიკარდის შეფურთხება ფიოლერს, რივალდოს დაუჯერებელი აფერისტობა ბელგიასთან შეხვედრაში და ა.შ.

პირველი სამეული კი ასეთი გადაწყვიტეს:
3. ბრაზილიის საშინაო არენაზე ნახევარფინალში მარცხი გერმანიასთან 2014 წელს – 1:7.

2. მარადონას ხელით გატანილი გოლი ინგლისის წინააღმდეგ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – „ღმერთის ხელი“.

1. ზიდანის გაძევება კარიერის ბოლო მატჩში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც თავი ჩაარტყა მატერაცის.

რეიტინგში ვერ მოხვდა მარადონას „საუკუნის გოლის“ ინგლისთან მატჩში. იქნებ ინგლისელებს უბრალოდ არ მოსწონთ ასეთი რაღაცეების გახსენება?
