ზურიკომ გოლი პატრიარქს მიუძღვნა: პლუს ასისტი და გამარჯვება

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის ტურში შინ „ანსი“ დაამარცხა – 4:0.

ამ გამარჯვებაში დიდი ქართველის წვლილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
ჩვენიანს გადმოვარდნილი ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მიუვიდა და ისე დაარტყა, რომ ბურთი ძირს არ დაუშვა და ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

დავითაშვილმა საგოლე პასიც გააკეთა.

ზურიკო 12 გოლითა და 4 საგოლე პასით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

შეფასებები: Flashscore – 7.9; Sofascore – 7.9.

სენტ ეტიენი – ანსი 4:0
გოლები: 1:0 პედრო (18), 2:0 კარდონა (23), 3:0 სტასინი (33), 4:0 დავითაშვილი (63)

„სენტ ეტიენმა“ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 53 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 3 ქულით უსწრებს და 4 აპრილს „ნანსის“ შეხვდება გასვლაზე.

მსგავსი ამბები