ზურიკოს ფასი 2 მილიონით გაიზარდა, კვერნაძისაც, სხვებსაც მოემატათ: საქართველოს ფასი თითქმის 200 მილიონია

Transfermarkt-მა ფეხბურთელების მონაცემები განაახლა და მათ შორის საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შეფასებებიც. ჩვენი ეროვნული გუნდის საერთო ღირებულება 195.48 მილიონი ევრო გამოვიდა.

ლიდერი ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაა. თანაბარი შეფასებით სამეულში არიან გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

ბოლო დროს ზურიკო დავითაშვილის წარმატებული თამაში ფასზეც აისახა და 2 მილიონით მოიმატა, 8-დამ 10-მდე.

ასევე 2-მილიონიანი მატება აქვს „ფროზინონეს“ თავდამსხმელ გიორგი კვერნაძეს (1.5-დან 3.5-მდე).

1 მილიონით მოიმატა სანტანდერის „რასინგში“ გადასული გიორგი გულიაშვილის ღირებულებამ.

ახლა უფრო მეტია ლუკა ლოჩოშვილის ფასიც, რაც „ნიურნბერგში“ კარგი თამაშის გამოხმაურებაა (2.0-დან 2.5-მდე).

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები:

ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ – 90 მლნ ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ – 28 მლნ
გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ – 28 მლნ
ზურიკო დავითაშვილი, „სენტ ეტიენი“ – 10 მლნ
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 6 მლნ
გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“ – 4.5 მლნ
საბა გოგლიჩიძე, „უოტფორდი“ – 4.5 მლნ
გიორგი კვერნაძე, „ფროზინონე“ – 3.5 მლნ
ლუკა ლოჩოშვილი, „ნიურნბერგი“ – 2.5 მლნ
გიორგი წიტაიშვილი, „მეცი“ – 2.5 მლნ
გიორგი გულიაშვილი, „რასინგი“ – 2.5 მლნ
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 2.5 მლნ
გიორგი გოჩოლეიშვილი, „ჰამბურგი“ – 2.5 მლნ

მსგავსი ამბები