ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 17 ივნისს გაიმართება. მანამდე კი უეფამ გამოაქვეყნა სია და გავიგეთ თბილისის „იბერიას“ სავარაუდო მეტოქეები.
ცხადია საქართველოს დაბალი საკლუბო რეიტინგის გამო (52-ე ადგილი),ჩვენი ჩემპიონი განუთესავი იქნება.
„იბერიას“ ხუთ სავარაუდო მეტოქეს უშუალოდ წილისყრის წინა დღეს, 16 ივნისს შევიტყობთ. გუნდები კვლავ რეგიონული პრინციპით დაწყვილდებიან.
თუმცა შარშან (“მალმიო”) თბილისურ კლუბს რომელიმე შორეული ქვეყნის წარმომადგენელი შეხვდა, შვედური „მალმიო“ და ახლაც არ არის გამორიცხული მაინც და მაინც ახლო მეზობელი ამოგვივიდეს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის შესაძლო მეტოქეები არიან:
შემროკ როვერსი (ირლანდია), კუოპიო (ფინეთი), დრიტა (კოსოვო), ლინკოლნი (გიბრალტარი), ბორაცი (ბოსნია), ვიკინგური (ისლანდია), კაირატი (ყაზახეთი), უნივერსიტატეა (რუმინეთი), კლაკსვიკი (ფარერები), ფლორა (ესტონეთი), ლარნი (ჩრდილოეთ ირლანდია), პეტროკუბი (მოლდოვა), ნიუ სეინთსი (უელსი).
