“ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა “პარი სენ-ჟერმენიდან” არ მიდიან”, – ამის შესახებ ცნობილმა ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ ისაუბრა:
“არა მგონია, რომ კვარაცხელიას “პარი სენ-ჟერმენიდან” წასვლის ოდნავი შანსიც მაინც იყოს, რადგან წელიწადნახევრის წინ შეუერთდა გუნდს და ძალიან მაღალი ხელფასი აქვს. ის ძალიან დიდ კლუბში, ძალიან დიდ გუნდში თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია. ამიტომ, ამ ეტაპზე მისი წასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ…
ასევე, არ მგონია, რომ “პარი სენ-ჟერმენს” სურდეს ბარკოლას გაყიდვა, რომელსაც ლუის ენრიკე აფასებს. მართალია, კვარაცხელიასა და დუესთან კონკურენციის გამო ის შედარებით ნაკლებად თამაშობს, მაგრამ რჩება პსჟ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთად.
კიდევ ვიმეორებ, არ მგონია, რომ კლუბი რომელიმე მათგანს გაყიდის. ამ ეტაპზე ტრანსფერის შესახებ ჭორების არ მჯერა”, – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა AceOdds-სთან ინტერვიუი.
ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა პსჟ-ს ერთგულები არიან და “არსენალი” იქნება თუ “ლივერპული”, მათ სხვა “ვინგერების” ძებნა მოუწევთ, – ეს უკვე foot01-ის ვერსიაა.
“ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენს” შემადგენლობის გაძლიერება სურს, საამისოდ კი მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება მოუწევს. ამათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას და ბრედლი ბარკოლას ამბები იგულისხმება. პსჟ-ს უახლოეს დღეებში ახალი ისტორიის შექმნის შანსი აქვს, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალს” დაამარცხებს.
ამის შემდეგ, ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ მომავალზე დაფიქრდება. პსჟ-ს არ სურს ზაფხულში შემადგენლობის განახლება და ამიტომ სურს შეინარჩუნოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ლუის ენრიკეს პროექტის ერთგულები არიან.
ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა ჭორები კვარაცხელიას და ბარკოლას წასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ორი ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს. ჯანლუკა დი მარციოს თქმით, რომელიც AceOdds-ს ესაუბრება, პარიზელ გულშემატკივრებს არაფერზე საფიქრალი არ აქვთ.
ქართველი ფეხბურთელი სრულად არის ინტეგრირებული კლუბში და ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თავს სრულყოფილად გრძნობს. რაც შეეხება ბარკოლას, ის პსჟ-სთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მოსალოდნელზე ნაკლებ სათამაშო დროს იღებს.
ამიტომ, საფრანგეთის ჩემპიონის შანსი, რომ მას ინგლისისკენ გაუღოს კარი, მცირეა. პსჟ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.
თუ დიდი მოულოდნელობა არ მოხდა, პსჟ ამ ორ საკვანძო მოთამაშეს არ დათმობს. ამიტომ, “არსენალსა” და “ლივერპულს” სხვა ვარიანტები მოძებნა მოუწევს.
პარიზში კი, როგორც ჩანს, კიდევ ერთი “ვინგერის” დამატებას არ განიხილავენ, მაგრამ თავდამსხმელებთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა, რადგან ხულიან ალვარესს ლუის ენრიკეს ძალიან აფასებს”, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
lelo.ge
