არა უშავს, თუ ახლა არ ვთამაშობ, შანსი აუცილებლად მექნება: მამარდა მოთმინებასა და ამბიციას შორის ბალანსს ეძებს

გიორგი მამარდაშვილმა ფლორიან ვირტცთან და ჯერემი ფრიმპონგთან ერთად „ლივერპულის“ ოფიციალურ არხთან ისაუბრა. ჩვენიანმა თქვა, რომ ალისონთან კონკურენციის გამო არ ნერვიულობს და მისი დროც მოვა:

„ვალენსიაში“ მეკარეების ყოფილი მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩეტორენა მეუბნებოდა, რომ მოთმინებასა და ამბიციებს შორის ბალანსის პოვნაა საჭირო. შრომა უნდა გავაგრძელო. ძნელია იმის თქმა, შანსი როდის მომეცემა. ეს ადვილი არ არის, რადგან კარში მხოლოდ ერთი ადგილია.
საგანგაშო არაფერია, რომ ჯერ თამაში არ მიწევს. რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ ბოლომდე ვიხარჯები და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. მჯერა, შანსი მომეცემა. შეიძლება, ეს წელს არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება“.

შეგახსენებთ, ალისონმა ტრავმა მიიღო და სტამბოლში „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

დღეს მამარდა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

მსგავსი ამბები