მოურინიოს კვირას ან ორშაბათს გამოაცხადებენ: ჟოზეს ცვლილებები უნდა, როდრის რეალში

„რეალმა“ ჟოზე მოურინიოს სანაცვლოდ „ბენფიკას“ გადაუხადა.
ესპანურმა კლუბმა ლისაბონურს 63 წლის სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა, 3 მილიონი ევრო, 18 მაისს ჩაურიცხა. ახლა „რეალს“ შეუძლია მოურინიოსთან კონტრაქტის გაფორმება.

გამოცხადდა თარიღი, როდესაც „რეალი“ ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადებს.
დანიშვნის შესახებ ოფიციალურად იტყვიან სეზონის დასრულების შემდეგ, კვირას ან ორშაბათს.

მოურინიო „რეალს“ უკვე წვრთნიდა (2010-2013) და მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი.

ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანი იქნება.

მოურინიო შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს.
ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის მოურინიოს საშუალება მისცა, გამოევლინა მადრიდელთა სუსტი მხარეები. კერძოდ, პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გუნდი დაბალანსებული არ არის, ზოგიერთ პოზიციაზე ძალიან ბევრი მოთამაშეა, ზოგში კი საკმარისი კონკურენცია არ არის. შესაბამისად, მოურინიო როგორც ახალ ტრანსფერებზე, ასევე ფეხბურთელების წასვლაზე გავლენის მოხდენას გეგმავს.

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი მზადაა კარიერა „რეალში“ გააგრძელოს.
გუნდიდან გვარდიოლას წასვლის შემდეგ, 29 წლის ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნების იდეას განიხილავს.
„რეალი“ მიიჩნევს, რომ ხელსაყრელ პირობებში ტრანსფერი შესაძლოა განხორციელდეს. კლუბი დიდი ხანია აღფრთოვანებულია როდრის ლიდერული თვისებებით, ტაქტიკური გამჭრიახობით, ბალანსითა და თამაშის კონტროლის უნარით. თავად ფეხბურთელსაც ძალიან სურს „რეალში“ თამაში.

მსგავსი ამბები