მამაგეიშვილმა ავსტრიაში პირველად გაიტანა, შტურმმა მოიგო, მაგრამ ჩემპიონობა ვერ შეინარჩჩუნა

ქართველების „შტურმმა“ ავსტრიის პირველობის საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, 32-ე ტურის შეხვედრაში „რაპიდს“ მოუგო – 2:0, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად (ზედიზედ მესამედ). გრაცელებს ძვირად დაუჯდათ ზედიზედ 4-ჯერ ნათამაშები 1:1 და გაფანტული ქულები.

ძირითად შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი იყო (შეუცვლელად ითამაშა), გიზი მამაგეიშვილი კი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და 88-ე წუთზე ანგარიში გახსნა: დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია. ეს მისთვის პირველი გოლია ავსტრიაში.

შეფასებები:

კიტეიშვილი: Sofascore – 7.6, Flashscore – 8.0.
მამაგეიშვილი: Sofascore – 7.7, Flashscore – 7.4

კიტეიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 19 გოლი და 4 საგოლე პასია. ის 15 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
მამაგეიშვილმა 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიგააკეთა.

შტურმი – რაპიდი 2:0
გოლები: 1:0 მამაგეიშვილი (88), 2:0 ჰირლენდერი (90+2)
გაძევება: დემირი (22, რაპიდი)

„შტურმმა“ ჩემპიონატი 37 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ჩემპიონი კი 1961 წლის შემდეგ პირველად ლასკი გახდა.

მსგავსი ამბები