ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ეწვია.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება.
ილია თოფურია ქამრისთვის მსუბუქ წონაში (70კგ) ამერიკელ ჯასტინ გეიჯთან იჩხუბებს.
„მადლობელი ვარ, რომ გვაქვს საშუალება სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა ამ საოცარი დღისთვის, ოვალურ ოფისში ყოფნა დაუვიწყარია“, – უთხრა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.
მათ შორის მცირე დიალოგი შედგა:
პრეზიდენტმაც ჩვენიანზე თქვა:
– ილია ისაა, ვისზეც ამბობენ, რომ მასზე გამძლე არავინ არსებობს.
– გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით.
– ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ.
კარგად იცნობ მეტოქეს? თავს კარგად გრძნობ? რა შანსი გაქვს?
– ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. თავს კარგად ვგრძნობ, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. შესანიშნავი ბრძოლა იქნება.

29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ხოლო მსუბუქ წონაში (70კგ) ჩემპიონი 2025 წლის ივნისში გახდა, როდესაც ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას აჯობა.

