ხვიჩა არსენალს ძალიან უნდა და 110 მილიონსაც იხდის: რა ხდება პარიზში, რას ერჩიან კვარას

ხვიჩა კვარაცხელიას მსურველები რომ არასდროს აკლდა, ეს სიახლე არ არის. ქართველის თავისთან ხილვის რიცხვი არც მას შემდეგ ილკებს, რაც ჩვენიანი პსჟ-ში გადავიდა და თითქოს სხვებს შანსი არ აქვთ. თუმცა…

ლონდონის „არსენალი” სერიოზულად ფიქრობს კვარაცხელიას გადაბირებაზე. Insider Arsenal წერს:

„არსენალი” ახალ გარემარბს ეძებს და მზადაა, ზაფხულში დიდი თანხა დახარჯოს კვარაცხელიას ტრანსფერზე. გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ფლანგებზე, მაგრამ კვარაცხელიას დამატება გუნდს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

“არსენალმა” ახალ ფეხბურთელებზე დიდი ფინანსები დახარჯა, ამიტომ ახალი ფეხბურთელი უმაღლესი დონის უნდა იყოს. კვარაცხელია კი სწორედ ასეთია.

“არსენალს” განსაკუთრებით იზიდავს ის, რომ კვარაცხელია ფიზიკურად გამოირჩევა. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ის ერთ-ერთი საუკეთესოა, შესაძლოა, მასზე წინ მხოლოდ ვინისიუსი იდგეს. თუ “არსენალმა” ეს ტრანსფერი მოახერხა, შანსი ექნება რეგულარულად მოიგოს პრემიერლიგა“.

გამოცემის თქმით, „არსენალს“ ასევე სურს ბრედლი ბარკოლას დამატება.

პარალელურად რამდენიმე გამოცემა წერს, რომ ხვიჩამ შესაძლოა პსჟ დატოვოს.

„ეკიპი“ ამბობს, რომ როდესაც გუნდს საქმეები კარგად არ მისდის, დამნაშავეს ეძებენ:
„როცა გუნდი მოლოდინს ვერ ამართლებს, ხშირად ეძებენ განტევების ვაცს და ვისაც გუშინ აქებდნენ, ახლა მის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. ზამთრის ფანჯრისას გადასული კვარაცხელია გასულ სეზონში ტიტულების მოგებისას საკვანძო ფიგურა გახლდათ, თუმცა ახლა კრიტიკის ობიექტი გახდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მომენტებს ვერ იყენებს“.

TeamTalk:
„ისმის, რომ არ არისგამორიცხული კვარაცხელიამ ზაფხულში პსჟ დატოვოს, რადგან თანაგუნდელებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ზოგი მიიჩნევს, რომ შესანიშნავი დრიბლინგით მქონე კვარაცხელია ზედმეტად ეგოისტურად მოქმედებს და შეტევის ბოლო ფაზაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს“.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ პსჟ-ს ყველა რგოლში აქვს პრობლემები, შეტევაში ძველებურად ვერაა, „ჩელსისთან“ მეტი აგრესიულობა სჭირდებვა, კვარაცხელიას კი შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე როგორც წესი მაღალ დონეზე თამაშობს.

დაბოლოს, Football Transfers წერს, რომ პსჟ-ს სუპერვარსკვლავის შესაძენად „არსენალი“ მზადაა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსგავსი ამბები