ხვიჩა და ოქროს ბურთი: რა შანსია?

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში სუპერმატჩი ჩაატარა: პსჟ-მ „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა და ქართველმა ორი გოლი გაიტანა.

ხვიჩაზე წინ მხოლოდ 4 პრეტენდენტია. მეხუთე ადგილს სუპერტოპებთან იყოფს

ხვიჩას ლიგა 1-ის 25 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი და 5 ასისტი 14 თამაშში. პსჟ-ს ევროტურნირზე 10 მეტოქე ჰყავდა, ხვიცას მხოლოდ ბილბაოს „ატლეტიკი“ გადაურჩა. დანარჩენბთან კვარას ან გოლი აქვს ან საგოლე პასი.

ბუქმეკერებისთვის „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელი შანსები ასეთია.

ჰარი კეინი – 3.25
მაიკლ ოლისე – 5.0
დეკლან რაისი – 5.0
უსმან დემბელე – 9.0
ლამინ იამალი – 11.0
კილიან მბაპე – 11.0
ვიტინია – 11.0
ხვიჩა კვარაცხელია – 11.0

ამჟამად ჰარი კეინია ფავორიტი, მაიკლ ოლისე მთავარი კონკურენტია, ხოლო ხვიჩა მეხუთე ადგილს ინაწილებს. და ვისთან? ლამინ იამალთან, კილიან მბაპესთან და ვიტინიასთან ერთად!

ამ გაზაფხულზე კვარა წარმოუდგენლად კარგად თამაშობს: 11 მარტიდან მოყოლებული, პსჟ-ს შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე 1 გოლი გაიტანა „ლივერპულთან“, 2 – „ბაიერნის“ წინააღმდეგ და 3 – „ჩელსისთან“.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ხვიჩა ტოპ 20-ის ბოლოში იყო.
აი, როგორ შეიცვალა ხვიჩას „ოქროს ბურთის“ შანსები ბოლო ცერემონიის შემდეგ.

2025 წლის სექტემბერში, როდესაც ხვიჩას თანაგუნდელმა უსმან დემბელემ „ოქროს ბურთი“ მოიგო, ბუქმეკერებმა 2026 წლის შანსები გამოაქვეყნეს. ქართველის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი 56.00 იყო.

2026 წლის მარტისთვის ხვიჩა ენცო ფერნანდესამდე დაიყვანეს (81.00) და მის წინ 17 მოთამაშე დააყენეს, მათ შორის რონალდო და მესიც კი.

შანსები „ბაიერნთან“ თამაშის მსვლელობისას იცვლებოდა: 21:00-დან 11:00-მდე ჩამოვიდა.

პსჟ-ს „ბაიერნთან“ გასვლითი თამაში ელოდება, ლიგა 1-ში კი ჩემპიონობა ჯერ გასაფორმებელია. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს, ამიტომ ხვიჩას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსები ძალიან მცირდება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა მას ტოპებში დარჩენაში ეხმარება, განსაკუთრებით თუ კიდევ ორ მატჩში გააგრძელებს თავის ბრწყინვალებას.

მსგავსი ამბები