მაიკლ ჯორდანი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია: რონალდო მესამეა, მესი მეხუთე

„ალ ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სამეულში შევიდა.

რონალდო ზედიზედ მეორე წელია, ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის მესამე ადგილზეა.
Sportico-ს ცნობით, პორტუგალიელის შემოსავალმა 2.09 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 2.53 მილიარდი დოლარი ინფლაციის გათვალისწინებით.

რეიტინგს სათავეში უდგას NBA-ს 6-გზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი, რომლის მთლიანი შემოსავალიც 3.28 მილიარდ დოლარს შეადგენს (4.5 მლრდ დოლარი ინფლაციის გათვალისწინებით). მეორე ადგილზე გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (1.97/2.88) იმყოფება.

ტოპ ათეულში შედიან კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (2.03 მლრდ), „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი (1.99 მლრდ), გოლფისტები არნოლდ პალმერი (1.85 მლრდ) და ჯეკ ნიკლაუსი (1.83 მლრდ), ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი (1.68 მლრდ), ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (1.67 მლრდ) და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი (1.57 მლრდ).

სიაში ასევე მოხვდა ნეიმარი, 1.24 მილიარდი დოლარით მე-14 ადგილზე.
ტოპ 50-ში ერთადერთი ქალია, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი: 680 მილიონი დოლარი და მე-40 ადგილი.

მსგავსი ამბები