მანჩესტერიც და ლივერპულიც: კვარაცხელიას ინგლისური გუნდები ნატრობენ

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „არსენალის“ სერიოზულ დაინტერესებაზე აქტიურად იწერება. თუმცა მხოლოდ „მეთოფეებს“ არ მოსწონთ ქართველი შემტევი.

ხვიჩა არსენალს ძალიან უნდა და 110 მილიონსაც იხდის: რა ხდება პარიზში, რას ერჩიან კვარას

პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ კვარათი დაინტერესებული არიან „მანჩესტერ იუნაიტედიც“ და „ლივერპულიც“.

„მანჩესტერი“ ზაფხულში სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება, მით უმეტეს, რომ მარცხენა გარემარბის დამატება პრიორიტეტული ამოცანაა, მაგრამ აქ საკითხავი ისაა, რომ „იუნაიტედს“ მუდმივი მწვრთნელი არ ჰყავს და არავინ იცის ქერიქს დატოვებენ თუ ვის მოიყვანენ. მწვრთნელის თანხმობის გარეშე კი ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება ალბათ არ გამოვა.

რაც შეეხება „ლივერპულს“, მერსისაიდული კლუბი კვარას მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს.

მსგავსი ამბები