ლიონელ მესი “ფორმულა 1”-ის მაიამის გრან პრიზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი რბოლას Mercedes-ის გუნდის სტუმრის სტატუსით დაესწრო.
ვიზიტის დროს მესი თანამემამულეს, Alpine-ის მრბოლელ ფრანკო კოლაპინტოს შეხვდა. თუმცა, გულშემატკივრებისთვის მთავარი მოვლენა არგენტინელის სარბოლი მანქანის საჭესთან გამოცდილება იყო.
