მესიმ კარიერაში 61-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა

MLS-ის მორიგ ტურში მაიამის “ინტერმა” სტუმრად “ცინცინატი” 5:3 დაამარცხა, ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 24-ე, 55-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა.

ეს ლეოსთვის კარიერაში 61-ე ჰეთ-თრიკია.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე MLS-ის 12 მატჩში 11 გოლი და 4 საგოლე პასია.

არგენტინელს 1153 მატჩში 910 გოლი დაუგროვდა: 672 გოლი „ბარსელონაში“, 116 – არგენტინის ნაკრებში, 90 – „ინტერ მაიმიში“ და 32 – პსჟ-ში.

მსგავსი ამბები