MLS-ის მორიგ ტურში ლეო მესის მაიამის “ინტერმა” სტუმრად “ტორონტო” დაამარცხა – 4:2.
არგენტინელმა გოლი გაიტანა და პლუს ორი საგოლე პასიც (ერთი ლუის სუარესს გაატანინა) გააკეთა.
მიმდინარე სეზონში მესიმ 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
ლეოს კარიერაში 907 გოლი აქვს გატანილი.
