პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ასტონ ვილასთან“ 2:4 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა 5 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ადგილობრივი მედიისგან კარგი შეფასებები მაინც ვერ დაიმსახურა.
მამარდამ მაგარი ბურთები აიღო, მაგრამ ლივერპული ვილასთან განადგურდა
ზოგიერთმა გამოცემამ გიორგი პირველ და მესამე გოლებში დაადანაშაულა. ასევე, ისევ ყურადღება გაამახვილეს ფეხით თამაშში მის სისუსტეზე.
Liverpool.com – 6 ქულა:
“ისევ ალისონს ცვლიდა. დასაწყისში შეცდომას გადაურჩა, როცა საჯარიმოს გარეთ გავიდა. ზოგჯერ პასებში არც ისე დამაჯერებელი იყო და ვერც გოლებში მოახერხა ვერაფერი”.
Goal – 4 ქულა:
“კარიდან დაუფიქრებელმა გამოსვლამ თავდაჯერება ვერ შესძინა. პირველი და მესამე გოლის მომენტში უკეთ თამაშიც შეეძლო, თუ მკაცრები ვიქნებით”.
Liverpool Echo – 6 ქულა:
“პირველ ტაიმში საჯარიმოს გარეთ ფეხით კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ კარგი სეივები გააკეთა, რომ უოტკინსს გოლი არ გაეტანა. მესამე გოლში არ გაუმართლა, მაგრამ ეს მისი საღამო არ იყო”.
Readliverpoolfc – 4 ქულა:
“ის ხანდახან არასტაბილურად გამოიყურებოდა და უნაი ემერის გუნდს თითქმის გოლის გატანის საშუალება მისცა მატჩის დასაწყისში მას შემდეგ, რაც ფეხით ბურთი ვერ მოიშორა. ორი შესანიშნავი სეივით უოტკინსს ხელი შეუშალა დუბლის შესრულებაში. უოტკინსის ორივე გოლში კი არაფერი შეეძლო, სლოტის გუნდის დაცვის საშინელი თამაშის გამო”.
This is anfield – 6 ქულა:
“ლივერპულის მაისურით კომფორტულად არ გამოიყურება. ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ ასეა. ასე იყო როჯერსის გოლშიც, თუმცა ოლი უოტკინსს პირისპირ აჯობა. მეორე ტაიმში გაიზარდა, რამდენიმე რეფლექსური სეივი განახორციელა, მაგრამ თავდაჯერებულობა სჭირდება, რასაც მისი თანაგუნდელები უბრალოდ არ აძლევენ”.
„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი „ასტონ ვილას“ პირველ გოლში მამარდაშვილი ნაწილობრივ დაადანაშაულა.
“რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული [ასტონ ვილას ფეხბურთელებს], კუთხურს ასე ღრმად უკან მდგომი არავინ ათამაშებს. აშკარად ეს წინასწარ დამუშავებული კომბინაცია იყო, ასეთ რაღაცებში ბევრი დეტალია გათვლილი, მაგრამ ბოლოს მაინც მორგან როჯერსის დასრულება იყო საჭირო. სწორედ ეს არის ამ გოლის მთავარი არსი. მან საჯარიმოში სივრცე მიიღო. ბურთი პირდაპირ კარის ზედა კუთხეში არ შეფრენილა. არ ვიცი, მეკარეს ზედმეტად ხომ არ ვაკრიტიკებ, შესაძლოა, ხედვა ოდნავ დაფარული ჰქონდა, მაგრამ ესეც კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი აღმოჩნდა მათთვის. შესაძლოა, ცოტა ზედმეტად მკაცრი ვარ, ალბათ აქ მეკარის აზრიც გვჭირდება, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც რიგზე არ იყო”.
გიორგი მამარდაშვილისთვის ეს იყო პრემიერლიგაში მე-10 მატჩი, ხოლო ყველა ტურნირზე მის აქტივში 20 მატჩია – 10 პრემიერლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაში, 2 ასოციაციის თასსა და 1 ინგლისის ლიგის თასზე. გიორგიმ ამ ოც თამაშში მხოლოდ 3-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
betsson sport
