აშშ-ში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის სარეკლამო ვიდეო გამოვიდა.
ვიდეოში, ტურნირის ფინალურ მატჩში ბრაზილიის წინააღმდეგ, აშშ-ის ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი 96-ე წუთზე კუთხურიდან პირდაპირი დარტყმით იტანს გამარჯვების გოლს და მისი გუნდი იგებს – 3:2.
შემდეგ მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების გამარჯვებას აღნიშნავს, ქუჩებში მასობრივი ზეიმი და აღლუმებია.
ვიდეოში ლეგენდარული ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ასევე აშშ-ის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბრიუს არენა ფიგურირებენ.
ვიდეოს ბოლოს ორი გულშემატკივარი კამათობს აშშ-ის მიერ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ალბათობაზე. „რა, სასწაულების არ გჯერა?“ – კითხულობს ერთი.
