პრემიერლიგის ოცდამეთექვსმეტე ტურში, სახლში „ჩელსისთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), „ლივერპულის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს ინგლისური გამოცემები გამოეხმაურენ.
სასიამოვნო სიურპრიზი: მამარდა დაბრუნდა და სრულად ითამაშა – ლივერპულმა ჩელსისთან ქულა აიღო
Liverpool Echo (7 ქულა): “პირველ ტაიმში კუკურელიას და ფერნანდესის დარტყმები კარგად მოიგერია. მეორე ტაიმში სამუშაო ნაკლები ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაშის გაუმჯობესება სჭირდება“.
This Is Anfield (6 ქულა): „ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ მამარდაშვილს კარგი მოგერიებები ჰქონდა, როდესაც კუკურელიას და ფერნანდესს არ გაატანინა. ვერაფერს გახდა ფერნანდესის გამათანაბრებელი გოლისას და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, მთლიანობაში ცოტა შეცდომა დაუშვა“.
Liverpool World (7 ქულა): „პირველ ტაიმში ორი მნიშვნელოვანი „სეივი“ განახორციელა და გუნდს საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა. ალბათ, ფერნანდესის გოლისას ვერაფერს მოახერხებდა. შესვენების შემდეგ საქმე თითქმის არ ჰქონია“.
Rousing The Kop (5 ქულა): “მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, ისაა, რომ გაშვებული გოლისას უკეთ მოქმედება მართებდა და ასეთი მომენტები იმაზე დაგვაფიქრებს, რომ ალისონის წასვლა მოსალოდნელზე დიდი დანაკლისი იქნება“.
liverpool.com (7): „პირველ ტაიმში კუკურელიას და ფერნანდესს არ დაანება გატანა, როდესაც რთული ბურთები მოიგერია. პრობლემა ისევ ფეხით თამაში გახდა, მის მიერ ბურთის ცუდად ატანას საპასუხო გოლი მოჰყვა“.
Anfield Index (6): „ძალიან მშვიდი და ცივსისხლიანი იყო. რამდენიმეჯერ გადაარჩინა გუნდი. გოლის გაშვება სამწუხარო გახლდათ, თუმცა იმ მომენტში მცველებს უკეთ უნდა ეთამაშათ“.
Rush The Kop (7): “საერთო ჯამში რამდენიმე კარგი მოგერიებით დაგვამახსოვრა თავი და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ფერნანდესისგან გაშვებული გოლისას დაიბნა, რადგან საჯარიმოს ხაზიდან დარტყმას ელოდა. მთლიანობაში ეს მისი სოლიდური, მაგრამ არა შესანიშნავი მატჩი იყო. ქართველის პასი კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას“.
sportall.ge
