პსჟ-ს დამარცხებას შევძლებთ

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის წინ „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა და პარიზული 4:5 ამოქაჩვას და ფინალში გასვლას იმედოვნებს.

დროა ზედიზედ მეორე ფინალში გავიდეთ, ვაჩვენოთ რა დონის გუნდი ვართ: როგორ ახსენდება ლუის ენრიკეს მიუნხენი

ვენსან კომპანი:

„პსჟ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მას ჩემპიონთა ლიგა შემთხვევით არ მოუგია, ახლაც განაგრძობს წინსვლას. მის წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთულია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ პსჟ-ს დამარცხებას შევძლებთ.

არა მგონია რომელიმე გუნდმა სათამაშო სტილი შეცვალოს. შინ ვთამაშობთ, გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პარიზში „ბაიერნმა“ აჩვენა, რომ ნებისმიერი გუნდის მცველებთან თამაში წარმატებით შეუძლია.

მნიშვნელოვანი თამაშების მოგება ორივე გუნდს შეუძლია. მეტოქეზე ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. გვინდა სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, პარიზელებთან ეს რთულია, მაგრამ ჩვენი სტილი შეტევაა.

თუ იქამდე მივედით, პენალტების სერია სპონტანური არ იქნება. რა თქმა უნდა, შემსრულებელთა სია გვაქვს, მაგრამ არცერთ მათგანს დარტყმას არ დავაძალებთ, თუ ამის სურვილი არ აქვს ან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის“.

მსგავსი ამბები