ყველაფერი შეგვიძლია, ისევ ის პსჟ ვართ: კვარა ბედნიერია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მატჩის გმირი გახდა. მისმა პჟ-მ შინ 5:2 დაამარცხა „ჩელსი“, რაც ქართველის დამსახურებაა: საყაიმო ანგარიშის დროს შეცვლაზე შესულმა საგოლე პასი და ორი გოლი გააკეთა და გუნდს დიდი ანგარიშით მოაგებინა.

კვარაააა: ხვიჩა შეცვლაზე შევიდა, საგოლე პასი გააკეთა, ორი გოლი გაიტანა და პსჟ-ს მოაგებინა

კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ.
სასიამოვნოა ასეთი გულშემატკივრებისთვის გოლების გატანა. ცოტა რთულია, როცა შეცვლაზე სათადარიგოთა სკამიდან შედიხარ.
ისევ ის პსჟ ვართ, როგორც გასულ სეზონში. ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. უბრალოდ შრომა უნდა გავაგრძელოთ. „ჩელსი“ ძლიერი გუნდია, ორი გოლი გავუშვით, ამიტომ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. მთლიანობაში კი მაინც კმაყოფილები ვართ. სამგოლიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ლონდონში ადვილი შეხვედრა არ გველოდება. ახლა მომდევნო თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“.

მსგავსი ამბები